ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის მოწოდება, რომ საპარლამენტო ზედამხედველობასა და კონტროლში იყონ ჩართული, არის სრული დემაგოგია

„დღეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძის მიერ კომიტეტის სხდომაზე წარმოდგებილი იყო  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2019 წლის ანგარიში, რომელშიც 2012 წლამდე მომხდარი  ადამიანის უფლებათა უხეში და მასშტაბური ფაქტებია ასახული", - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, ანგარიშში  წარმოდგენილი იყო   არაერთი გახმაურებული საქმე, განსაკუთრებით, „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ"; "ვაზაგაშვილის საქმე".

:კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საშუალება გვქონდა გაგვეხორციელებინა მონიტორინგი საქართველოს მხრიდან  ამ გადაწყვეტილებათა აღსრულების საკითხზე. „ჩვენ, სახელისუფლებო გუნდი ვართ იმ პრინციპების ერთგულნი, რომელსაც ეფუძნება ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო -სტრასბურგის სასამართლო რომლის მთავარი ამოცანაც არის ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა. შესაბამისად, „ქართული ოცნების" გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანის უფლებების დაცვა და ჩვენ ამ მიმართულებით არაერთ რეფორმას ვახორციელებთ", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისი ინფორმაციით, წარმოდგენილ ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული „ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული რეფორმები: სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტის  შექმნა; საქართველოს პროკურატურის რეფორმა.

„მონიტორინგის განხორციელება დღევანდელი საკომიტეტო მოსმენის ფორმატით ჩვენი გუნდის მიერაა შემოღებული 2016 წლიდან, რომელიც ეფუძნება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციას, რომ ევროპის საბჭოს მონაწილე ქვეყნებმა განახორციელონ კონტროლი, როგორ ხდება კონკრეტული სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება. საზოგადოება ხედავს და თვალ-ყურს ადევნებს, თუ როგორ მოგვიწოდებენ ხოლმე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მათ სურთ  იყონ საპარლამენტო კონტროლში ჩართული. სწორედ დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა იყო იმის შესაძლებლობა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო კონტროლში ყოფილიყო ჩართული და ერთად გაგვეხორციელებინა მონიტორინგი, თუ როგორ აღასრულებს საქართველოს მიერ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუმცა მათი არცერთი წარნომადგენელი არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას, რაც მიუთითებს მათ დამოკიდებულებას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ და რამდენად აინტერესებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები. მათი მოწოდება არის დემაგოგია. მათ დღევანდელი ფორმატი არ გამოუყენებიათ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ახლახანს გამოვიდა „ციხის ბუნტის საქმესთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება. „2020 წლის 2 აპრილს იქნა გამოტანილი სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ ადგილი ჰქონდა  პატიმრების მკვლელობას და უმისამართო სროლები მიზანმიმართულად ხორციელდებოდა.​