ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლესთან ქონებრივ დავას იწყებს და ნეკა დოროყაშვილის მიმართ ყველა სახის ფინანსურ დახმარებას წყვეტს. ამის შესახებ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა.
„დიახ, ვაპირებთ ყველა იმ ქონებაზე დავას, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ არის შეძენილი.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ასევე წყვეტს ყველა სახის ფინანსურ დახმარებას, ვინაიდან მორჩეს სპეკულაციები, თითქოს სიჩუმის სანაცვლოდ უხდიდა ის ამ თანხებს. ახლა ეს დაფინანსება შეწყდება და შეუძლიათ გამოაქვეყნონ, რაც სურთ“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ერთ-ერთი სადაო ქონება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ძვირადღირებული ბინაა.