ქეთა თოფურია გათხოვდა

ქეთა თოფურია გათხოვდა

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია გათხოვდა. ამის შესახებ ინფორმაცია ტრადიციული საახალწლო შოუს "Рождественская песенка года" გადაღებების დროს გავრცელდა. თუმცა მომღერალი ქორწინების შესახებ საუბარზე თავს იკავებს, ის ასევე არ ამხელს საკუთარი რჩეულის ვინაობას.

საქორწინო ცერემონია ყველასგან მალულად გაიმართა. მას მხოლოდ წყვილის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
თოფურიას თქმით, საყვარელ მამაკაცს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. ახლა კი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს. როგორც მომღერალი აცხადებს, მდიდრული ქორწილის გადახდაზე მათ უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ ასეთ ღონისძიებებზე მხოლოდ სტუმრები მხიარულობენ, სიძე-პატარძალი კი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით არის დაკავებული და გართობისთვის ვერ იცლის. ქეთას და მის მეუღლეს კი წვეულების მოწყობა მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურდათ. ქეთას თქმით, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა.

თებერვალში საქართველოში ყოფნის დროს ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ქეთა თოფურია აცხადებდა, რომ ებრაელ მილიონერზე, 37 წლის ლევ გეიხმანზე, ფაქტობრივად, გათხოვილია და მზადაა, რომ საყვარელ მამაკაცს შვილიც გაუჩინოს. ისინი 2010 წლიდან ხვდებიან ერთმანეთს.

მომზადებულია ЕвроСМИ-ს მიხედვით.