კვირკველია

კვირკველია "ლოკომოტივის" ახალი მწვრთნელის გეგმებში არ შედის

მოსკოვის „ლოკომოტივში“ მთავარი მწვრთნელის შეცვლის შემდეგ დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. რუსული მედიის ცნობით, ზაფხულში გუნდს სავარაუდოდ 11 ფეხბურთელი დატოვებს.

ერთ-ერთი მათგანი სოლომონ კვირკველიაა, რომელიც როგორც ცნობილი გახდა, სერბი მწვრთნელის მარკო ნიკოლიჩის გეგმებში არ შედის.

ქართველი მცველის გარდა, გუნდის დატოვების კანდიდატები ჟოაო მარიო, ბორის როტენბერგი, ალექსანდრ კოლომეიცევი, ანდრეი კოჩენკოვი, ჯეფერსონ ფარფანი, მაცეი რიბუსი, ანტონიო ედერი, ბრაიან იდოვუ, ფიოდორ სმოლოვი და ბენედიქტ ჰიოვედესი არიან.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რუსული მედია ასევე წერდა, რომ „ლოკომოტივი“ კვირკველიას გასხვისებას 4 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.