წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი, ფაბრის ლეპოლი ავტოავარიას ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას sport24 ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 43 წლის ვეტერანი ფეხბურთელი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებადი აღმოჩნდა.
ლეპოლი სხვადასხვა დროს „სენტ ეტიენში“, „კოლმარში“, „სტრასბურგსა“ და „ეპინალში“ თამაშობდა, ყველაზე წარმატებული კარიერა კი „ოსერში“ ქონდა, სადაც 1996 წელს საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.