აშშ-ში 10 წლის გოგომ 1500-მდე გაჭირვებულ ბავშვს ხატვისთვის საჭირო ნივთები გაუგზავნა

აშშ-ში 10 წლის გოგომ 1500-მდე გაჭირვებულ ბავშვს ხატვისთვის საჭირო ნივთები გაუგზავნა

აშშ-ში 10 წლის გოგომ კარანტინის დროს სახლში დარჩენილი ბავშვების გასამხნევებლად საინტერესო ხერხს მიაგნო. მის შესახებ სიუჟეტი CNN-მა გადაიღო.

ტელეარხის ცნობით, 10 წლის ჩელსი ფაირმა კონეკტიკუტიდან 1 500-მდე ბავშვს, რომლებიც თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში იმყოფებიან ხატვისთვის საჭირო ნივთებისგან შემდგარი ნაკრებები გაუგზავნა. კომპლექტში შედის: მარკერები, პასტელები, გასაფერადებელი წიგნები, ფერადი ფანქრები, და კალმები.

ჩელსის მშობლები ამბობენ, რომ ბავშვი მათ ქველმოქმედებაში ჩართვას 7 წლიდან სთხოვდა.