მეთიუ მაკკონაჰი და მისი ცოლი საავადმყოფოებს პირბადეებით ამარაგებენ

მეთიუ მაკკონაჰი და მისი ცოლი საავადმყოფოებს პირბადეებით ამარაგებენ

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა მეთიუ მაკკონაჰმა და მისმა ცოლმა, კამილა ალვესმა გადაწყვიტეს ტეხასის შტატში მდებარე იმ საავადმყოფოებს დახმარებოდნენ, რომლებსაც პირბადეების მარაგი საგრძნობლად შეუმცირდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მაკკონაჰმა ასევე ვლოგი ჩაწერა, სადაც ხალხს პირბადეების ტარებისკენ მოუწოდა, რათა მაქსიმალურად მოხდეს ვირუსის პრევენცია.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მეთიუმ ქველმოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. გასულ წელს ის კალიფორნიის ხანძრების დროს, მეხანძრეებს საკვებით ეხმარებოდა.