კორონავირუსის პანდემიას ვენეციის კინოფესტივალის ჩატარების თარიღზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ Reuters-ი ვენეციის გუბერნატორზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოს უძველესი კინოფესტივალის წლევანდელ ჟიურის მსახიობი კეიტ ბლანშეტი უხელმძღვანელებს. თუმცა პანდემიის გამო ფესტივალს ნაკლები ადამიანი დაესწრება.
მაისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის გამო კანის 2020 წლის ფესტივალი გაუქმდა.