აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვირთხების ქცევა უფრო აგრესიული გახდა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი: კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვირთხების ქცევა უფრო აგრესიული გახდა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვირთხების ქცევა უფრო აგრესიული გახდა.

უწყების სპეციალისტები მღრღნელების აგრესიულობას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო რესტორნები და კომერციული დაწესებულებები დაიხურა, რომელთა ნარჩენები ვირთხების კვების მთავარი წყაროა. შესაბამისად, რესტორნებისა და კომერციული დაწესებულებების დახურვამ მკვეთრად შეამცირა მღრღნელების საკვების რაოდენობა.

„ზოგიერთმა უწყებამ ინფორმაც კი მოგვაწოდა მღრღნელების აქტიურობის ზრდაზე, ვინაიდან საზრდოს ახალ წყაროებს ეძებენ, რაც მათ უჩვეულო და აგრესიულ ქცევას იწვევს“, - განაცხადეს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ვირთხები არა ადამიანებთან, არამედ ერთმანეთთან მიმართებით გახდნენ აგრესიულები.

„ნიუ-იორკში ვირთხების გარკვეული კოლონიებია, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ადგილობრივი რესტორნების ნარჩენებზე იყვნენ დამოკიდებულნი. ახლა კი, როდესაც კორონავირუსის გამო რესტორნები დაიხურა, შიმშილის წინაშე აღმოჩნდნენ“, - განაცხადა ბობი კორიგანმა.