როდის გამოაქვეყნებს ოპოზიცია მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატთა სიას

როდის გამოაქვეყნებს ოპოზიცია მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატთა სიას

„მაჟორიტარებთან დაკავშირებით საბოლოო მონახაზი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს გამოიკვეთება, ჯერ ასეთი მონახაზი არ არის. მთავარია, დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი“ - ასე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციაში დაწყებულ კონსულტაციებს.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის - გიორგი ვაშაძის განცხადებით, „გაერთიანებულ ოპოზიციაში“ 30 მაჟორიტარულ ოლქად განაწილების საზღვრებზე შეთანხმებული არიან, თავად კი მაჟორიტარად თბილისში  იყრის კენჭს.

„ჯერ მონახაზი არ არის, სავარაუდოდ, საბოლოო მონახაზი ივნისის ბოლოს იქნება. ჯერ დაკანონდეს ის 30 მაჟორიტარული ოლქი. ჩემს მაჟორიტარობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და არც მივილტვი ამისკენ. ჩვენი მიზანია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და აუცილებლად შევიდეს ცვლილება კონსტიტუციაში. თუ ხელისუფლება კვლავ გაჯიუტდა, მოვლენები მისთვის სახარბიელოდ არ განვითარდება. ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა შეირცხვინოს თავი შინ თუ გარეთ?! პირობა უნდა შეასრულოს,“ - განაცხადა „რეზონანსთან“ დავით ბერძენიშვილმა.