რა ზომები უნდა გატარდეს ტრანსპორტში ამუშავების შემდეგ - ინფექციონისტის განმარტება

რა ზომები უნდა გატარდეს ტრანსპორტში ამუშავების შემდეგ - ინფექციონისტის განმარტება

ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განმარტა, კორონავირუსის პრევენციისთვის უსაფრთხოების რა ზომები უნდა იყოს დაცული საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა შეზღუდვები მოიხსნება.

მისი თქმით აუცილებელია პირბადე და ტრანსპორტში ხარისხიანი კონდენცირება.

"საჭიროა ვენტილაცია, რომ გრილოდეს და ჰაერი მუდმივად იცვლებოდეს. არ მოხდეს ტრანსპორტში ჰაერის სტაგნაცია და ინფიცირების რისკის მატება", - აღნიშნა ბუწაშვილმა "ტვ პირველთან"

მისი თქმით, ქალაქში საზოგადოებრვი ტრანსპორტის რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

„ჩვენ გვახსოვს, როგორი გადატვირთული იყო ტრანსპორტი. თუ არ დაემატა ავტობუსები სივრცე არ იქნება დაცული ადამიანებს შორის და ვეარნაირი სიფრთხილის ზომებზე ვერ ვილაპარაკებთ", - დასძინა ინფექციონისტმა ტელევიზიასთან.