კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკას ასობით ადამიანი აპროტესტებს

კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკას ასობით ადამიანი აპროტესტებს

კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკის გასაპროტესტებლად 500-მდე ადამიანი შეიკრიბა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დემონსტრანტები პრეზიდენტს „რუსეთის მიმართა კაპიტულაციის პოლიტიკის“ გატარების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. აქციის მონაწილეები პრეზიდენტისგან ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საბოტაჟის შეწყვეტას და ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების აღდგენას ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორი „კაპიტულაციისადმი წინააღმდეგობის გაწევის მოძრაობაა“.

 

Katana . ნაცნობი ხელწერა!
ზელენსკიმ ომი უნდა გამოუცხადოს რუსეთს და ეს 500 ადამიანი უნდა გაუშვას წინა ხაზზე! :))
4 წლის უკან