„მისი ვინაობის თქმა არ მინდა, შეიძლება საქმე გავუფუჭო,“ - ზაქარეიშვილი მომავალ სახელმწიფო მინისტრზე

„მისი ვინაობის თქმა არ მინდა, შეიძლება საქმე გავუფუჭო,“ - ზაქარეიშვილი მომავალ სახელმწიფო მინისტრზე

ვინ შეცვლის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ქეთევან ციხელაშვილს, არ დრომდე უცნობია. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, მის ადგილს სავარაუდოდ ისეთი პირი დაიკავებს, რომელიც უშიშროებისთვის მისაღებია. კონკრეტულად გვარის დასახელება ზაქარეიშვილმა არ ისურვა, რადგან არ სურს მას „საქმე გაუფუჭოს".

„ამის თქმა არ მინდა, შეიძლება საქმე გავუფუჭო, რადგან „ოცნებაში" საკმაოდ აჭრილები არიან. როგორც ჩანს, მთლიანად უშიშროება აკონტროლებს კონფლიქტის საკითხებს და ახლა ეძებენ ისეთ ადამიანს, ვინც უშიშროებისთვის მისაღები იქნება, რაც სულაც არ არის კარგი ვარიანტი.

„ვინც არ უნდა იყოს, მისი მთავარი ამოცანა იქნება არა აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვა, რაც მთავარი და ცენტრალურია, არამედ პირველ რიგში, შიდა ქართულ პრობლემებში გარკვევა, რადგან ძალიან ბევრი პრობლემა შიგნით არის.

„ვინც არ უნდა იყოს, მინდა ვუსურვო, რომ პირველ რიგში გაითვალისწინოს პრობლემები შიდა ქართულ კონტექსტში და არა ოპოზიციასთან - შიგნით „ქართულ ოცნებაში" არსებობს პრობლემები. თუ ამას გადალახავს და შიგნით, „ოცნებაში" და უშიშროებასთან ისეთ საერთო ენას იპოვის, რომ თავისი პრინციპები გაიტანოს, შემდეგ უკვე შეუძლია თამამად გავიდეს აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებზე," - თქვა ზაქარეიშვილმა.

დამატებით კითხვაზე, კონკრეტულად ვინ შეიძლება იყოს ის, აღნიშნა:

„თუ ის ადამიანია, ვისაც ველოდები, არ მინდა ჩემგან დავაზიანო. სახელის პირველი ასო არის „ს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილი ჯერჯერობით აგრძელებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას, თუმცა, 15 ივნისიდან იგი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება - ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა ორი დღის წინ განაცხადა.