ბიძინა კულუმბეგოვი: მე ვფიქრობ, რომ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს

ბიძინა კულუმბეგოვი: მე ვფიქრობ, რომ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს

მეორე დღეა საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მოიხსნა, მოსახლეობის მთავარ კითხვად კი რჩება, როდის დაბრუნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში.

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა გადაწყდეს.

მისივე თქმით, აუცილებელია კონტროლიორების გაზრდა.

"შეზღუდვა ძალიან მარტივია, თუმცა გახსნა ძალიან რთულია. მეტი ძალისხმევა მართებს ყველას. მთავარი გადაწყვეტილება მაინც უნდა მიიღონ ეპიდემიოლოგებმა და ასევე სატრანსპორტო კომპანიებმა. მთავარი აქცენტი გაკეთებული უნდა იყოს დეზინფექციაზე და კონტროლიორების რაოდენობის გაზრდაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ წესების დაცვით მაისში ტრანსპორტის გახსნა უნდა გადაწყდეს,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.