ჯო ბაიდენი: 100 ათასამდე ამერიკელი გარდაიცვალა, პრეზიდენტი კი ამ დროს გოლფს თამაშობს

ჯო ბაიდენი: 100 ათასამდე ამერიკელი გარდაიცვალა, პრეზიდენტი კი ამ დროს გოლფს თამაშობს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.

„100 000-მდე ამერიკელი გარდაიცვალა, ათობით მილიონმა კი სამსახური დაკარგა. ამ დროს პრეზიდენტი გოლფს თამაშობს“, - წერს ბაიდენი Twitter-ზე.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა გოლფი ვირჯინიის ქალაქ სტერლინგში ითამაშა. ტელეარხის ცნობით, გოლფის თამაშისას ტრამპსა და მის პარტნიორებს პირბადეები არ ეკეთათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ზურაბი იგივე მეთოდებით ებრძვიან ამერიკაში ტრამპს, როგორითაც აქ ივანიშვილს. ხალხი მშიერია და თავად კარაქიან პურს მიირთმევსო.
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აქაც გადმონერგეს თავისი თახსირი ზნე-ჩვეულებანი... და იხარა ამ მყრალმა სარეველამ,თანაც რა მაგრად! უნამუსოდ ყველაფრის თქმა და დაბრალება, ყველაფერი უკადრებლის კადრება ჩვეულებრივი მოვლენა გახადეს პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა რუპორმა ტელევიზიებმა, მასმედიამ! სანამ ეს დაუსჯელობის სინდრომი ან ლიბერალური მიდგომა ე.წ. სიტყვის თავისუფლებისადმი იბატონებს ნათქვამზე პასუხისმგებლობასთან მიმართებაში, აქ სახელმწიფო არ აშენდება!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ან-ანუ
4 წლის უკან