კიევში დეპუტატი ვალერი დავიდენკო გარდაცვლილი იპოვეს

კიევში დეპუტატი ვალერი დავიდენკო გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის რადას მერვე და მეცხრე მოწვევის დეპუტატს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. ამის შესახებ უკრაინული მედია დეპუტატ ილის კივზე დაყრდნობით წერს.

მისი თქმით, ვალერი დავიდენკოს ცხედარი საკუთარ ოფისში, დამლაგებელმა აღმოაჩინა.

ოთახში ასევე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. მომხდარის დეტალები ზუსტდება.