1 წლის შეფ-მზარეული, რომელსაც Instagram-ზე 1,3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„შეფ-მზარეულ კობის“ ბიოგრაფიაში უწერია, რომ უყვარს მომზადება, ჭამა და სამზარეულოში ახალი რამეების აღმოჩენა.
„საჭმლის მზადება ერთ-ერთია იმ ბევრ პრაქტიკულ საქმიანობას შორის, რასაც კობი სახლში აკეთებს. ის ამით ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს. თავიდან მისთვის ვიდეოს გადაღება იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდოდა მეგობრებისთვისა და ოჯახისთვის მენახებინა“, - აღნიშნა კობის დედამ, ეშლიმ.
დედის თქმით, მათ ონლაინ საქმიანობა თებერვალში დაიწყეს და 15 აპრილამდე მხოლოდ 200 გამომწერი ჰყავდათ, ხოლო შემდეგ კი კოლოსალური ზრდა დაიწყო, „ამას ნამდვილად არ ველოდით“, - აღნიშნა ეშლიმ.