ქენდალ ჯენერი ხალხის შეცდომაში შეყვანის გამო სასამართლომ 90 000 დოლარით დააჯარიმა

ქენდალ ჯენერი ხალხის შეცდომაში შეყვანის გამო სასამართლომ 90 000 დოლარით დააჯარიმა

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და საავტორო უფლებების უგულებელყოფის გამო ცნობილ ვარსკვლავებს ხშირად აჯარიმებენ, თუმცაღა ქენდალ ჯენერის შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო შორს წავიდა და მან ამჯერად გულშემატკივრების შეცდომაში შეყვანის გამო შეექმნა პრობლემები.

საქმე 2017 წელს ჩაშლილ The Fyre Festival-ს ეხება ბაჰამაზე, რომლის რეკლამისთვისაც ქენდალ ჯენერმა, ემილი რატაკოვსკიმ და სხვებმა სოციალურ ქსელებში პოსტები გამოაქვეყნეს, რის გამო ისინი 250 000 დოლარით დაფინანსდნენ

ამ უწყინარ კამპანიაში პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მათ კარგად იცოდნენ ფესტივალის ჩაშლის საფრთხეები, თუმცაღა ინვესტორებისთვის საკუთარი პოსტებით მეტი შემოსავლის მიდინება უზრუნველყვეს.

სწორედ ამიტომ, როგორც ირკვევა სასამართლომ ქენდალს 90 000 დოლარის ჯარიმა დააკისრა.