32 წლის ინგლისელი პოპვარსკვლავი ადელმი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში სპორტდარბაზში მიმავალი შენიშნეს.
როგორც იცით, მომღერალმა რამდენიმე კვირის წინ იუბილე აღნიშნა და ოჯახური წვეულებიდან ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
შემსრულებელმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. თვითიზოლაციაში მყოფი ადელი ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ივიწყებს და პირად მწვრთნელთან ერთად თითქმის ყოველდღიურად ვარჯიშობს.
მომღერალი ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია. მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სურს, მისი 7 წლის შვილისთვის მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი დედა იყოს, ამიტომაც ცხოვრებას "სწორად" განაგრძობს.
ვარსკვლავმა პირად მწვრთნელთან ერთად გულშემატკივრებს ამჯერად საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ბოლო პერიოდის განმავლობაში შემსრულებლის თქმით, მისი დღიური კვების რაციონი 1000 კილოკალორიას და "მწვანე" ნატურალურ წვენს შეადგენდა.