ქართველი მოდელი, თამო ვაშალომიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ის ხშირად აქვეყნებდა ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც მის სხვადასხვა იმიჯს გამომწერებს უზიარებდა, ასევე თამო მისი შვილის ფოტოებსაც არ მალავდა და მის ინსტაგრამ გვერდზე პატარა გოგონას უამრავ ფოტოს შეხვდებით. გამონაკლისი მოდელმა არც ამჯერად დაუშვა და ინსტაგრამზე ახალი ფოტოები განათავსა.
თამომ იასამნების ულამაზესი თაიგულის ფოტოები გამოაქვეყნა. ინტერვიუებში ის ხშირად აცხადებს, რომ პირად ცხოვრების გასაჯაროება არ უყვარს სწორედ ამტომ უცნობია თუ ვისგან მიიღო ცნობილმა ქართვემა მოდელმა ეს საჩუქარი, რადგან ამაზე მას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.