ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადის მცხოვრებმა შეყვარებულთან დაშორების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ცხოვრების წესი და 25 კილოგრამი დაიკლო. ამის შესახებ გამოცემა Times of India წერს.
20 წლის პრინს არიბმა შეყვარებულთა გაშორება მოტივაციად გამოიყენა და წონაში დაკლება გადაწყვიტა. ახალგაზრდა კაცის თქმით, პიკზე მისი წონა 112 კილოგრამს აღწევდა, რის გამოც ის სასურველ ტანსაცმელს ვერ იცვამდა. 6-თვიანი ვარჯიშისა და სწორი კვების შედეგად პრინს არიბმა 25 კილოგრამი დაიკლო.
პრინს არიბის თქმით, ის ხილსა და ბოსტნეულს, ქათმის ხორცს და ბრინჯს ჭამს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში ის დიდი რაოდენობით წყალს სვამს.