გუშინ გამოცემამ „Forbes” ყველაზე მდიდარი ქალ მომღერალთა მორიგი ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
გაგიკვირდებათ და ამ სიის სათავეში ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსია. აღმოჩნდა რომ ქალბატონ ბრიტნის პოპულარობა დღემდე არ დაუკარგავს და მიმდინარე წელს 58 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მეორე საფეხურზე მომღერალი ტეილორ სვიფტი გავიდა. 2012 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა თავისი გამოსვლებითა და გაყიდული ალბომებით 57 მილიონი დოლარი დააგროვა.
საპატიო მესამე პოზიციაზე რიანა აღმოჩნდა. ბარბადოსული ფესვების მქონე ქალმა 53 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ლედი გაგამ წინა წლების მიღწევები გააუარესა და 52 მილიონი დოლარით მხოლოდ მეოთხე ადგილზე გავიდა. გასულ წელს ქალბატონი გაგას მონაპოვარი 90 მილიონ დოლარს შეადგენდა.