„Deep Purple”-მ ახალი ალბომი ჩაწერა

„Deep Purple”-მ ახალი ალბომი ჩაწერა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი „Deep Purple”-ს წევრები ახალ ალბომზე მუშაობდნენ. სავარაუდოდ ეს დისკი გაყიდვაში მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა გამოსულიყო.

დღეს გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ მუსიკოსებმა ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულეს და ჯგუფის თაყვანისმცემლები მას 2013 წლის 26 აპრილს იხილავენ.

ჯერჯერობით უცნობია ჯგუფის რიგით მე-19 სტუდიური ნამუშევრის სავარაუდო დასახელება.

დისკი ხმის ჩამწერ სტუდიაში „earMUSIC” მომზადდა, რომელიც აშშ-ის, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში მდებარეობს. ალბომის პროდიუსერი ბობ ეზრინია.