გიორგი (ჟორიკა) რურუამ, რომელიც პოლიტიკურ ველზე ძმის, ნიკა რურუას გარდაცვალების შემდეგ შემოვიდა, „მთავარი არხის“ მეწილისგან კახა ანჯაფარიძისგან 2.5%–იანი წილი 2 500 ლარად იყიდა. ამასთან, რურუა არის მოძრაობა „სირცხვილიას“ მთავარი დამფინანსებელიც. რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციამ რურუას მალევე პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა და დღემდე მის განთავისუფლებას ითხოვს.
გიორგი რურუას, როგორც პოლიტპატიმარს, ვერ აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებსაც 90–იან წლებში პირდაპირი შეხება ჰქონდათ „ვერის საძმოს“ წევრთან, რომლის წევრებიც იყვნენ ძმები რურუები. როგორც ცნობილია, ნიკა და გიორგი (ჟორიკა) რურუები დაჯგუფება „ვერის საძმოს“ ლიდერები იყვნენ. ნიკა რურუა ცნობილია, როგორც „ვერის საძმოს“ დაჯგუფების დამგეგმავი, ხოლო ჟორიკა რურუა - როგორც შემსრულებელი და, სწორედ, ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული მთელი რიგი გახმაურებული მკვლელობების სერია, როგორიც არის თორაძეების, ვეფხვაძის, სვანაძის, ჩანტლაძის გახმაურებული მკვლელობები. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ჟორიკა რურუას ბიოგრაფიაში არის ბევრი გაუხმაურებელი მკვლელობაც.
„ვერის საძმო“ დაახლოებული იყო სახელმწიფო ორგანოებთან და ნახევრად შეიარაღებულ დაჯგუფებებთან, როგორიც იყო „მხედრიონი“, რომლის აქტიური წევრები იყვნენ რურუები. „მხედრიონის“ დაშლის შემდეგ ნიკა რურუა აშშ–ში წავიდა, რომელმაც სერიოზულად შეუწყო ხელი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანას. კერძოდ, ძმები რურუები ორგანიზებას უწევდნენ ქუჩას, რომ მხარი დაეჭირათ მიხეილ სააკაშვილისთვის, რაც დაუფასდათ მოგვიანებით. ჟორიკა რურუამ ბიზნესში გადაინაცვლა, ხოლო ნიკა რურუამ სააკაშვილის მთავრობაში.
თორაძეების საქმე
თორაძეების ოჯახის ტრაგიკული ისტორია ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა კარგად იცის. 1990–იან წლებში მთელი ოჯახი დაუნდობლად ამოწყვიტეს. ძმები თორაძეების და თამარ თორაძე მომხდარში სხვებთან ერთად გიორგი (ჟორიკა) რურუას ადანაშაულებს, რომელიც ღია წერილით მიმართავს ამერიკელ სენატორს ჯიმ რიშს, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. თორაძე ამერიკელ სენატორს დეტალურად უყვება რურუას წარსულს.
„სამოქალაქო ომის, უკანონობის და განუკითხაობის თანმდევი პროცესია, შეიარაღებული კრიმინალური ბანდების თარეში. ერთ–ერთი ასეთი კრიმინალური დაჯგუფება იყო თბილისში ბოროტების საძმოდ შერაცხული ბანდა, რომელსაც მეთაურობდა, თქვენს განცხადებაში პოლიტპატიმრად ნაგულისხმები გიორგი (ჟორიკა) რურუა.
1992 წლის 3 მარტს, გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს ჩემი ძმა ლაშა, ასევე ჩემი დედა და მამა. შემდეგ – ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა – კახა და იმედო. რამოდენიმე ხანში გიორგი (ჟორიკა) რურუამ და მისმა დაჯგუფებამ მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის გასვლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა პაატა გაიტაცეს. ზაზას და პაატას ასავალ–დასავალი დღემდე არ ვიცით – ისინი უგზო–უკვლოდ დაკარგულები არიან. მრავალშვილიანი დედა საკონტროლო გასროლით მოკლეს და მთელი ოჯახი ამოუწყვიტეს“, – წერს თამარ თორაძე.
მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა რურუას მფარველობამ განაპირობა ის, რომ ამ წლების მანძილზე ვერ აღდგა სამართალი და გიორგი (ჟორიკა) რურუა ჩადენილი უამრავი დანაშაულების გამო არ დაისაჯა. მისი თქმით, იგი მთელი ამ წლების მანძილზე ცდილობდა ოჯახის თავს დატრიალებული ეს არაადამიანური დანაშაული გამოძიებული ყოფილიყო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის მფარველობის, მოწმეების შიშისა და საქმის ხანდაზმულობაზე აპელირების გამო, საქმის გამოძიებას ყველანაირად ხელს უშლიდნენ.
„საქართველოს ხელისუფლებამ, არათუ პოლიტიკურ პატიმრად შერაცხოს და გაანთავისუფლოს ადამიანების მკვლელი გიორგი (ჟორიკა) რურუა, არამედ მის მიერ ჩემი და ბევრი სხვა ქართული ოჯახის წინაშე ჩადენილი შემზარავი დანაშაულებები გამოიძიოს და საკადრისი სასჯელი მიუსაჯოს მას! მინდა მჯეროდეს, რომ ქართული მართლმსაჯულება და ჩვენი ამერიკელი მეგობრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამართალი ჩემი გაუბედურებული ოჯახის კარამდეც მოვიდეს.
2000 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რურუების წინააღმდეგ და ჩვენგან ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. მაშინ რურუებს გავლენა და ძალა ჯერ კიდევ დიდი ჰქონდათ. მე ვარ ამ საზარელი მკვლელობის უშუალო მოწმე და მაქვს მტკიცებულებები, მივმართავ საქართველოს პროკურატურას და მთავრობას, რომ გამოიძიონ ეს საქმე, გიორგი რურუა არის ცივსისხლიანი მკვლელი, ერთი ჩვეულებრივი მკვლელი და არანაირი პოლიტიკური პატიმარი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას თამარ თორაძე.
ვეფხვაძეს ესაქმე
1993 წლის 22 დეკემბერს, დილით, ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე სროლის ხმა გაისმა. მხედრიონის დამფუძნებლები ზაზა ვეფხვაძე და გია სვანაძე ავტომანქანაში ჩაცხრილეს, თავდამსხმელებს ემსხვერპლა აგრეთვე თენგიზ ჩანტლაძე, რომელიც იმ დროს ავტომანქანაში იჯდა. ზაზა ვეფხვაძის მკვლელობამდე მისი დის შვილი მოკლეს. თავდამსხმელებმა კარგად იცოდნენ, რომ ვეფხვაძე დის შვილის დასაფლავებაზე აუცილებლად ჩამოვიდოდა. ზაზა ვეფხვაძის მკვლელობის მოწმე არის მისი მეუღლე, რომელმაც შემთხვევის ადგილზე სწორედ გიორგი (ჟორიკა) რურუა ნახა. ის, რომ ვეფხავაძე და სვანაძე სწორედ „ვერის საძმოს“ წევრმა გიორგი რურუამ მოკლა, ამას სხვა მოწმეებიც ადასტურებენ.
როგორც მოკლულის და, მია ვეფხვაძე for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ის არის ადამიანი, რომელსაც შვილი და ძმა ერთად მოუკლეს ძმებმა რურუებმა და „ვერის საძმოს ჯალათებმა“.
„ჟორიკა რურუამ, რომელმაც უამრავი ოჯახი ამოწყვიტა, უამრავი დედა გაამწარა, თავის მკვლელ ძმასთან, ნიკა რურუასთან და „ვერის საძმოს“ მოროდიორებთან ერთად, ოპოზიციის აზრით, თურმე პოლიტპატიმარი ყოფილა. რურუები ჯერ მსხვერპლს მუხანათურად კლავდნენ და შემდგომ მის ქონებას ინაწილებდნენ ეს მოროდიორები, როგორც ჩემი ოჯახის ტრაგედიის შემთხვევაში. რურუებისგან ამოწყვეტილმა ოჯახებმა შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში, თაროზე შემოდებული მკვლელობების თავიდან გამოსაძიებლად. ჩემთვის მკვლელობის ბევრი დეტალი ახლახანს გახდა ცნობილი, ცოცხალი მოწმეებისგან. ველოდებით პასუხს პროკურატურიდან“, – აცხადებს მია ვეფხვაძე.
მისი თქმით, ზაზა ვეფხვაძემ და გია სვანაძემ უარი თქვეს ჯაბა იოსელიანის „მზაკვრული გეგმების შესრულებაზე“, რის შემდეგაც რურუებმა ჯაბა იოსელიანის დავალებით მოკლეს ვეფხვაძე და სვანაძე.
„ტერაქტი მოაწყვეს შატბერაშვილის ქუჩაზე. ჟორიკა რურუა ნახა ჩემმა რძალმა, რომელიც სროლის ხმაზე გარეთ გავარდა. არა მარტო ჩემი რძალი, არიან ცოცხალი მოწმეები, რომლებმაც დაინახეს როგორ იდგა იქ ჟორიკა რურუა, მისი ძმა და სხვა ვერელები. 2002 წელს დავით კეკუამ დამიბარა, დეტალურად მოვუყევი რა ხდებოდა. სახლში ავტომატებით გვივარდებოდნენ და ასე ცდილობდნენ ზაზას ქონების წართმევას, მაგრამ არაფერი არ დავუთმე. ეს დეტალები მოვუყევი კეკუას და მერე კეკუას რაც უქნეს, იცით - ჩამოახრჩვეს საკანში და მისი ცოლი ამბობდა, რომ რურუებმა მოკლეს ჩემი ქმარიო. გაქრა მისი საქაღალდე ჩვენს ჩვენებებთან ერთად. ახლა ისევ მივმართე პროკურატურას. თუ პროკურატურა იტყვის, რომ ხანდაზმულია, თუ ხელისუფლება ჟორიკა რურუას გამოუშვებს, მაშინ მე გამხდის იძულებულს, რომ მოვკლა და ციხეში წავიდე“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას მია ვეფხვაძემ.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე სცენარისტ ერლომ ახვლედიანის მეუღლის მკვლელობის საქმეს იხსენებს. როგორც საყვარელიძე აცხადებს, ეს თემა დღემსაც გამოსაძიებელია.
„რურუა უბრალოდ ისროდა, დატრიალდა ტყვია და იმსხვერპლა ადამიანი. მძიმე ფაქტია. სამწუხაროდ, ხელისუფლების დანაშაულია, როდესაც ამ წარსულის მქონე ადამიანს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრად. სამართლიანობის აღდგენის მიმართ დამოკიდებულება და რურუა–ოქრუაშვილი–უგულავას მიმართ დამოკიდებულება ერთი და იგივე ტიპის პრობლემაა. ორივე შემთხვევაში დამნაშავე არის ხელისუფლება“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
ის ფაქტი, რომ დანაშაულში ჩართულმა ადამიანებმა პოლიტპატიმრის სტატუსი მოირგეს, ამაში ხელისუფლების დანაშაულს ხედავს პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე, რომლის განცხადებით, ხელისუფლების ასეთმა დამოკიდებულებამ 20 ივნისის მოვლენების მიმართ, გამოიწვია ის, რომ ხელისუფლება თავის მართლების პოზიციაში ჩადგა.
„3 საათის განმავლობაში მთელი საქართველო უყურებდა როგორ ცდილობდა ხალხის მასა, რომლის ორგანიზებას ახდენდნენ ზემოთ ნახსენები პიროვნებები, პარლამენტში შეჭრას და როგორ ესხმოდნენ თავს პოლიციას. ამ დროს საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა და ჩადგა თავისმართლების პოზიციაში, რაც აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენაა.
რაც შეეხება უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას პოლიტპატიმრებად გამოცხადების მცდელობას, ამ აბსურდს ამომწურავი პასუხი გასცა გერმანიის ელჩმა. პოლიტიკაში მონაწილეობა არავის აძლევს იმუნიტეტს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, ციხეში არ მოხვდება. რა პოლიტპატიმრებზეა ლაპარაკი? უგულავას აღიარებული აქვს 51 მილიონის გაფლაგვა, ოქრუშვილზე საერთოდ არაფერს ვლაპარაკობ. ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, რომელიც ვერ გადაეჩვია თვითდაზიანებებს, რომელიც ქვეყნის დაზიანებებს იწვევს“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.
თუ მაგის დაჭერა გინდოდათ აქამდე რაა... ეგ ფაქტები არ იცოდიით, თუ მხოლოდ ეხლა გაიგეთ?
უგულავას ,,გუშინდელი,, დანაშაული ვერ გამოიძიეთ და ვერ დააამტკიცეთ და მაგას ეხლა სადღა მისდევთ...25 წელი??
ეხლა უბრალოდ ტელევიზიას რო აფინანსებს ეგ იმიტომ დაიჭირეთ...
აააყაყანეს მთელი სანაცეთი და ,,დემოკრატიული ევრო-ამერიკა,, ...... მისცეს სალაპარაკო
ეხლა უკვე მაგას მეც პოლიტმატიმარს ვეძახი
უტრაკოები
ქაჯები....მაშ თქვენ ხელისუფლება უნდა გერქვააათ???
რა ხალხი დააბრუნეს პროკურატურაში, სასამართლოში!..
ვისი ხელით უნდა აღადგინონ სამართალი?!
ბარემ ზურაბ ადეიშვილი ჩამოიყვანონ და ის აღადგენს სამართალს!
ერთადერთ გზას უტოვებენ დაზარალებულს - ვენდეტის გზას...
გამოდის, მსხვერპლს მსხვერპლად დაემატები.
ზაალ ანჯაფარიძე - საკონსტიტუციო პროცესის ბოიკოტირება ოპოზიციას პოლიტიკურად დააზიანებს და გააძლიერებს განცდას, რომ ისინი არჩევნებისთვის კი არა, არაკონსტიტუციური ქმედებისთვის ემზადებიან
ეს რო 100 % ესეა ეღლაღა გაიგეეეთ???
ეგენი არჩევნებში ვერაფერს გახდებიან და ხელისუფლებაში მოსასვლელად კიდევ მაგათ მხოლოდ ბუნტი რჩებათ, მხოლოდ ბუნტი....
აბა სხვა რა გზა ააქვთ ???
ეხლავე დაიწყეს უკვე---- ეს არ მოგვწონს......... ის არ მოგვწონსო
ხოოდა ელოდეთ არჩევნებზე ჯახს და ,,დემოკრატიული სამყაროს,, აღშფოთებებს და მოწოდებებს.......
იმას კი არ იტყვიან ქართველი ხალხის 75 % ნაცების ხსენებაც კი აღარ უნდათო, იმიტომ არ მისცეს ნაცებს ხალხმა ნ ხმაააო, არამედ იმას იტყვიან რატო ნაცებმა არ გაიმარჯვესო..
...და წავა 20 ივნისის გამეორებები
იცით რა მაინტრესებს?----- ამას ეს დებილი მთავრობა არ ელოდებააა??
აჰააათ ეგე....გინდათ თუ არა მესამე ჯენტლმენიც შეიწყალეთო, მესამე ჯენტლმენიცო...
ვააააა......მხედრიონი ჯენტლმენების სამჭედლო ყოფილა