ორი დღის შემდეგ, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ნიუარკში ცნობილი ბრიტანული ჯგუფი „The Rolling Stones”-ის მორიგი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ღონისძებაში პოპულარული ამერიკელი მომღერლები ბრიუს სპრინგსტინი და ლედი გაგაც მიიღებენ მონაწილეობას. ინგლისელ მუსიკოსებთან ერთად სცენაზე ჯგუფი „The Black Keys”-ის წევრებიც გამოჩნდებიან.
გუშინ ნიუ-იორკში მიკ ჯაგერმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და ამის შესახებ ოფიციალურად განაცხადა.
დღეს დილით იგივე ლედი გაგამაც დაადასტურა, რომელმაც საკუთარ ვებ-გვერდზე შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა:
„ძალიან გახარებული ვარ. ვერ წარმოვიდგენდი ასეთ ცნობილ მუსიკოსებთან სცენაზე გამოსვლის პატივი ოდესმე თუ მექნებოდა.“
საინტერესოა, რომ დაარსებიდან 50 წლის თარიღთან დაკავშირებით ბრიტანელებმა ორი კონცერტი უკვე ჩაატარეს. დღეს მუსიკოსები ნიუარკში ერთ კონცერტს გამართავენ, ოღონდ მოწვეული კოლეგების გარეშე.