ახალი ხელშეკრულების მიხედვით, ის ტურინის კლუბში 2025 წლამდე დარჩება. ამ ხნის განმავლობაში არგენტინელი თავდამსხმელის წლიური ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება.
კონტრაქტისთვის მხარეებს ჯერჯერობით ხელი არ მოუწერიათ, რადგან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის გამო, ფეხბურთელის აგენტი იტალიაში ჩასვლას ვერ ახერხებს. დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წელს „პალერმოდან“ გადავიდა და მას შემდეგ გამართულ 216 შეხვედრაში 91 გოლი გაიტანა.
„იუვეს“ შემადგენლობაში ოთხჯერ იტალიის ჩემპიონი, სამჯერ ქვეყნის თასის და ორჯერ იტალიის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.