ფილმ „ბინდის“ 30 წლის მსახიობი, გრეგორი ტაირი ბოისი აშშ-ში, ლას ვეგასში მეგობარ გოგოსთან, 27 წლის ნატალი ადეპოჯუსთან ერთად, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ BBC წერს.
პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა კრიმინალს არ უკავშირდება და ამჟამად ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგებს ელიან.
ბოისი ფილმში ტაილერის როლს ასრულებდა.
„ბინდი“ 2008 წლის ამერიკული რომანტიკული ფილმია. მისი რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი. ფილმი ეფუძნება რომანს „ბინდი“, რომლის ავტორია სტეფანი მეიერი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პეტინსონი.