ლებრონ ჯეიმსი Netflix-ის ახალი პროექტის პროდიუსერი იქნება

ლებრონ ჯეიმსი Netflix-ის ახალი პროექტის პროდიუსერი იქნება

ადამ სენდლერი Netflix-ის ახალ ფილმში Hustle ითამაშებს. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათის პროდიუსერი ლეგენდარული კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი იქნება, რეჟისორის სავარძელს კი ჯერემაია საგარი დაიკავებს.

სენდლერი სამსახურიდან გათავისუფლებულ კალათბურთის სკაუტს განასახიერებს, რომელიც საზღვარგარეთ ნიჭიერ მოთამაშეს აღმოაჩენს და მისი აშშ-ში ჩაყვანას გეგმავს, რათა მან NBA-ში ითამაშოს.