ქალი, რომლის მკვლელობასაც ავსტრალიაში, ქუინსლენდის შტატში პოლიცია იძიებდა, სექსთოჯინა აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს.
15 მაისს პოლიციაში შევიდა შეტყობინება ქალაქ ბოუენიდან 6 კილომეტრში გზის პირას საბანში გახვეული ცხედრის შესახებ. სამართალდამცველები მითითებულ ადგილზე მივიდნენ, გზა გადაკეტეს და ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიძახეს.
რამდენიმე საათის შემდეგ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საბანში გახვეული ცხედარი სინამდვილეში ძალიან რეალისტური სექსთოჯინაა, რის გამოც პოლიციელებმა ის მოკლულ ადამიანად ჩათვალეს.