ჩილეს დედაქალაქში, მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ჩილეს დედაქალაქში, მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ჩილეს დედაქალაქში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, ამის შესახებ BBC წერს.

პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეტაკების მიზეზი სურსათის დეფიციტი გახდა. მოსახლეობამ ეს ფაქტი გამოსვლებით გააპროტესტა. კორონავირუსის პანდემიის გამო სანტიაგოს უბნები ჩაკეტიალია, სადაც ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს.

ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, პოლიციამ მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

საპროტესტო აქციების შემდეგ ჩილეს პრეზიდენტმა ტელევიზიით განაცხადა, რომ ღარიბებს საკვებს მიუტანდნენ. ჩილეში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 46 000 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან ვირუსმა 478 ადამიანი იმსხვერპლა.