მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში რამდენიმეკვირიანი კარანტინი დასრულდა და საზოგადოება ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, სიფრთხილის ზომების დაცვა კვლავაც რეკომენდებულია. სწორედ ამიტომ, როგორც რამდენიმე საათის წინ გაირკვა, კიმ კარდაშიანმა პირბადეების ახალი კოლექცია შექმნა.
Skims-ის მოდური პირბადეების მთავარი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს შეუძლია სასურველი მოდელი საკუთარი კანის ფერის შესაბამისად შეარჩიოს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ ცნობილმა ვარსკვლავმა 10 000 ბირბადე სამედიცინო დაწესებულებებს უსასყიდლოდ გადასცა.