46 წლის ბრიტანელი დიზაინერი - ვიქტორია ბექჰემი სოციალურ ქსელებში ბავშვობის აქამდე უცნობ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოდის ინდუსტრია ყოველთვის მისი მოწოდება იყო.
საპასუხოდ მან უახლესი კადრიც გამოაქვეყნა, რომელზეც ასევე უთოთი ხელში პოზირებს, "ყოველთვის ატელიესთვის ვიყავი დაბადებული?" - დაწერა მან.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორიამ საკუთარი ბრენდი 2008 წელს შექმნა და მას შემდეგ საკმაოდ რთული ეტაპების გავლა მოუწია, დაარსებიდან 2018 წლამდე კომპანიიის ზარალმა 12.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.