33 წლის ბრიტანელმა ენტონი კანტიმ ლატარეაში £1 მილიონი დოლარი მოიგო, რამდენიმე დღით ადრე კი პოლიციელის სიკვდილს გადაარჩინა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კანტი წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობს, ამიტომ სამსახურში კარანტინის მიუხედავად დადიოდა. ერთ საღამოს, როცა ის სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა, მის გვერდით მჯდომ პოლიციელს გულის შეტევა დაემართა. კანტი სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა და მათი ინსტრუქციის მიხედვით პოლიციელს მედიკოსების მოსვლამდე გულის მასაჟს უკეთებდა.
სამართალდამცველმა 5 დღე რეანიმაციაში გაატარა, შემდეგ კი საავადმყოფოდან გაეწერა. 5 მაისს კი კანტიმ გაიგო რომ ლატარეაში მოიგო და მილიონერი გადა. როცა ეს ამბავი გადარჩენილმა პოლიციელმა შეიტყო მან განაცხადა, რომ კარგ ადამიანებს კარგი კარმა აქვთ.