ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ დარემის მცხოვრებმა ლატარეაში 2 მილიონი დოლარი იმავე რიცხვებით მოიგო, რომლებმაც მას ჯეკპოტი 2017 წელს მოაგებინა. ამის შესახებ გამოცემა UPI წერს.
შანიკა მილერი ლატარეის ბილეთებში ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვებს - თავისი შვილების დაბადების თარიღებს წერდა. ამ რიცხვებით 2017 წელს მან 50 ათასი დოლარი მოიგო.
მიმდინარე წლის 4 აპრილს მან ისევ სცადა ბედი, ონლაინ-ლატარეის ბილეთი შეიძინა და იმავე რიცხვებით 2 მილიონი დოლარი მოიგო. ლატარეაში მოგებული ფულით შანიკა მილერი ვაჟისთვის ავტომობილის, ოჯახისთვის კი სახლის ყიდვას გეგმავს.