ჩუღურეთის რაიონში, ჩიატაის N8-ში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც 16 ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დასრულებული პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკვილაძემ საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატთან რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტი ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა და მისი ღირებულება 13 160 ლარია. მსგავსი სამუშაოები რაიონში კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა, ხოლო სამზე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.