ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა.
დღეს, ქალაქ ნიუ-იორკის „მედისონის“ სპორტულ დარბაზში ჯგუფი „Nirvana”-ს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ამ ღონისძიებისას შემოსული თანხები, ქარიშხალი „სენდის“ დაზარალებულების დახმარების ფონდში გადაირიცხება.
კონცერტის ორგანიზატორი ჯგუფი „Nirvana” გახლავთ.
ამ ჯგუფის რიგებში, კურტ კობეინის გარდაცვალების შემდეგ პირველად, დიდ სცენაზე კრის ნოვოსელიჩი და დეივ გროლი გამოვლენ.
ცნობილი გახდა, რომ დეივ გროლმა სერ პოლ მაკარტნის დაურეკა და „Nirvana”-ში კურტ კუბეინის შეცვლა სთხოვა.
სერ პოლი დეივ გროლის დიდი ხნის ახლობელია. ამ მიზეზის გამო მეგობრის თხოვნას უარი ვერ უთხრა და ამ საპატიო მისიის შესრულებას დათანხმდა.