სპორტდარბაზში მიმავალი ადელი: ვარსკვლავის ჯანსაღი ცხოვრების წესი

სპორტდარბაზში მიმავალი ადელი: ვარსკვლავის ჯანსაღი ცხოვრების წესი

32 წლის ინგლისელი პოპვარსკვლავი ადელმი პაპარაცებმა ლოს ანჯელესში სპორტდარბაზში მიმავალი შენიშნეს. როგორც იცით, მომღერალმა რამდენიმე დღის წინ იუბილე აღნიშნა და ოჯახური წვეულებიდან ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა. შემსრულებელმა წონაში საგრძნობლად დაიკლო. თვითიზოლაციაში მყოფი ადელი ჯანსაღი ცხოვრების წესს არ ივიწყებს და პირად მწვრთნელთან ერთად თითქმის ყოველდღიურად ვარჯიშობს.

პირველად მისი პაპარაცული ფოტოები რამდენიმე თვის წინ დრეიკის დაბადების დღის წვეულებიდან გავრცელდა, საზოგადოებისთვის ინფორმაცია მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ადელმა გასული წლების განმავლობაში ბევრჯერ აღნიშნა, რომ ის წონაში დაკლებას არ აპირებდა სხვების გამო და საკუთარ სხეულში თავს შესანიშნავად გრძნობდა. მომღერალი ამჟამად შესანიშნავ ფორმაშია. მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სურს, მისი 7 წლის შვილისთვის მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი დედა იყოს, ამიტომაც ცხოვრებას "სწორად" განაგრძობს. ვარსკვლავმა პირად მწვრთნელთან ერთად გულშემატკივრებს რამდენიმე თვის წინ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ბოლო პერიოდის განმავლობაში შემსრულებლის თქმით, მისი დღიური კვების რაციონი 1000 კილოკალორიას და "მწვანე" ნატურალურ წვენს შეადგენდა.