კაილი ჯენერი შვილს იდეალურად ზრდის, 2 წლის გოგონამ საკუთარი საქციელით საზოგადოება აღაფრთოვანა

კაილი ჯენერი შვილს იდეალურად ზრდის, 2 წლის გოგონამ საკუთარი საქციელით საზოგადოება აღაფრთოვანა

კაილი ჯენერმა სოციალურ ქსელებში კიდევ ერთ გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა და ამჯერად Candy Challenge შეარჩია, რომლის მთავარი გმირიც საკუთარი ქალიშვილი - სტორმი ვებსტერი გახდა.

2 წლის გოგონას მთავარი გამოწვევა ტკბილეულისგან თავის შეკავება გახლდათ. როგორც კადრებიდან ჩანს, სოციალური ქსელების პატარა ვარსკვლავმა გულდასმით შეასრულა დედის ინსტრუქცია და სანამ ტკბილეულს დააგემოვნებდა, დედის დაბრუნებას დაელოდა:

თუმცა მთავარი დეტალი, რამაც საზოგადოებას სასიამოვნო ღიმილი მოჰგვარა, სიტყვა იყო, რომელსაც გოგონა ვიდეოში რამდენჯერმე იმეორებს - "Patience" (მოთმინება). სოციალურ ქსელებში აღნიშნავენ, რომ ამ სიტყვის ზუსტ კონტექსტში გამოყენება ბევრი ორი წლის ბავშვისთვის იქნებოდა რთული, რის გამოც ისინი კაილის დედობრივ აღზრდას აქებენ.