ილონ მასკის ვარაუდით ადამიანების ენა დაახლოებით 5 წელიწადში გადაშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Independent ავრცელებს.
მისი განცხადებით, ის ტექნოლოგია, რაზეც მისი გუნდი მუშაობს, დაახლოებით 5 წლის შემდეგ, ადამიანების ენას გამოუსადეგარს გახდის, - ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, ჯო როგანთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
მასკის ვარაუდით, შემდეგ წელს კომპანია შეძლებს, რომ ტექნოლოგია სახელად nauralink ადამიანის ტვინთან დააკავშიროს. ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ხოლო ელექტრონებს კი ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ.
„მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე მისი საშუალებით უსინათლოობის განკურნებაც კი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა მასკმა.