პენტაგონის მიერ ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან დაკავშირებული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა პროტოკოლი, რომელშიც უცხო პლანეტელებთან შეხვედრის შემთხვევაში ქცევის წესებია გაწერილი. ამის შესახებ techcult წერს.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ამერიკელი მფრინავების შეხვედრა ამოუცნობ მფრინავ ობიექტთან. იაპონიის თავდაცვის მინისტრი ტაპო კონო აცხადებს, რომ მას თავად უცხოპლანეტელების არსებობის არ სჯერა, თუმცა როგორც სამხედროს, სურს ქვეყანას ჰქონდეს ზუსტად გაწერილი მოქმედებების პროტოკოლი, იმ შემთხვევისთვის, როცა იაპონელები უცხო პლანეტელებს შეხვდებიან.
პროტოკოლში გაწერილი წესების თანახმად, თუ იაპონიის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შეიჭრა, სივრცის დამცველმა მოიერიშემ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა უნდა განახორციელოს, იმისთვის, რომ ამოუცნობმა ობიექტმა ფრენის მიმართულება შეიცვალოს. თუმცა სამხედროები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ამ პროტოკოლმა, შესაძლოა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შემთხვევაში არ იმუშავოს.
პროტოკოლის შესახებ სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
როგორც Japan Times გამოცემა ВВС-ს წყარომ აცნობა, აშშ-ში იმ რეგიონში სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი შენიშნეს, შეჩერებულია სასწავლო ფრენები.
techcult-ის ცნობით, იაპონელებს აინტერესებთ, კოლეგები აშშ-დან რას გეგმავენ მომავალში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებტან შეხვედრის დროს, თუმცა მათ ამ საკითხზე იაპონელებთან არ ითანამშრომლეს. გამოცემე წერს, რომ ორივე ქვეყანა უცხოპლანეტელების გამოჩენის შემთხვევაში შექმნილი ვითარების მიხედვით იმოქმედებენ.