სოფია კოპოლა სერიალს გადაიღებს

სოფია კოპოლა სერიალს გადაიღებს

ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას შვილი, თავისი სარეჟისორო კარიერის განმავლობაში პირველად, სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფია კოპოლა ედიტ უორტონის გახმაურებული რომანის, „ქვეყნის ჩვეულება“ ეკრანიზაციას გეგმავს. წიგნი უნდინ სპრეგის ისტორიას ასახავს, რომელიც მიზნად ნიუ-იორკის ელიტური საზოგადოების დაპყრობას დაისახავს.

კოპოლა სერიალის პროდიუსერი, ადაპტირებული სცენარის ავტორი და რეჟისორი იქნება. სერიალი Aპპლე TV+ პლატფორმაზე გავა.