ჯგუფი Queen-ი ფრედი მერკურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ონლაინ-პრემიერას გამართავს

ჯგუფი Queen-ი ფრედი მერკურის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ონლაინ-პრემიერას გამართავს

კორონავირუსთან ბრძოლისთვსი ფულის შეგროვების მიზნით ჯგუფი Queen თავის Youtube-არხზე ფრედი მერკურის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს ატვირთავს. კონცერტის ჩვენება 15 მაისს, თბილისს დროით 23:00 საათზე დაიწყება, დასრულების შემდეგ კი მსურველებს მისი ნახვა კიდევ 48 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

კონცერტში, რომელიც მერკურის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ლონდონში, 1992 წელს შედგა, მონაწილეობდნენ Queen-ის წევრები, დევიდ ბოუი, რობერტ პლანტი, ჯეიმს ჰეტფილდი, ჯორჯ მაიკლი, ელტონ ჯონი, Metallica, U2, Def Leppard, Guns N 'Roses-ი და სხვები.