სტუდია Warner Bros. კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული ფილმ „მატრიას“ მეოთხე ნაწილის გადაღებების განახლებას ივლისში გეგმავს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მსახიობებმა უკვე მოაწერეს ხელი კონტრაქტი დამატებითი 8 კვირის შესახებ. თუ არაფერი შეიცვალა გადაღებები 6 ივლისს განახლდება.
ფილმის გადაღება სან-ფრანცისკოში დაიწყო, მარტის შუა რიცხვებში კი შემოქმედებითი ჯგუფი ბერლინში გადავიდა, თუმცა მუშაობა არ განახლებულა.
„მატრიცა 4-ის“ პრემიერა 2021 წელს შედგება. ფილმის რეჟისორი და ლანა ვაჩოვსკია, ფილმში კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი ითამაშებენ.