უცხოური გამოცემები თვითიზოლაციაში მყოფი დედოფალი ელიზაბეტის ახალ ფოტოს აქვეყნებენ.
94 წლის მონარქი თავისუფალ დროს ცხენზე ჯირითით ატარებს. როგორც სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები აღნიშნავენ, ელიზაბეტი ფიზიკური აქტივობით ყოველდღიურად კავდება.
როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ დედოფალმა ელიზაბეტმა ვინდსორის სასახლიდან BBC-ის საშუალებით მოსახლეობას მიმართა და კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სირთულეებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
სამეფო ოჯახის ოფიციალური გვერდი პერმანენტულად ავრცელებს ახალ ინფორმაციას.