70 წლის ვერა ვონგის ახალმა ფოტოებმა Instagram-ზე სენსაცია გამოიწვია. ამის შესახებ People წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დიზაინერმა გამოაქვეყნა სურათები, რომლებზეც მოკლე შორტი და სტაფილოსფერი კროპ-ტოპი აცვია. მომხმარებლები ვერ იჯერებდნენ, რომ ასაკის მიუხედავად, ქალი ასე ახალგაზრდულად გამოიყურება. კომენტარებში ისინი დიზაინერს ახალგაზრდობის საიდუმლოს გამხელას სთხოვდნენ. დიზაინერმა მათ ასეთი პასუხი გასცა: სამსახური, ძილი, არყიანი კოქტეილები და ნაკლები მზე“.
ახლა ვონგი თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მაიამიში, თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი თქმით, ეს ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა.