კანადის ზოოპარკი 2 პანდას ჩინეთში აბრუნებს. ამის შესახებ France 24 წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი ცხოველების გამოსაკვებად აუცილებელი ბამბუკის მარაგის ამოწურვა გახდა. პანდები, ერ შუნი და და მაო კალგარის ზოოპარკში ჩინეთის პანდების გამრავლების ფარგლებში 10 წლით 2013 წელს ჩავიდნენ. მალე ერ შუნმა 2 პატარაც გააჩინა. ეს კანადაში პანდების დაბადების პირველი შემთხვევა იყო.
თუმცა, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ბამბუკის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი მარშრუტები დაარღვია, ზრდასრულ პანდას კი დღეში 40 კილოგრამი ბამბუკი სჭირდება. ზოოპარკის თანამშრომლები ალტერნატიული პროდუქტის მოძიებაზე მუშაობდნენ, თუმცა დარწმუნდნენ, რომ მარაგის მოწოდების შეწყვეტის რისკი ნებისმიერ შემთხვევაში მაღალი იქნება, ამიტომ ცხოველების სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტეს, სადაც ბამბუკი ბუნებრივად ხარობს.