სულ მალე, 27 მაისს ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ჰოლივუდური წყვილის - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილი იუბილარი ხდება. შაილო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ უარი თქვა სახელზე და შედარებით გენდერნეიტრალური "ჯონი" დაირქვა, წელს ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს.
როგორც ირკვევა, ჯონი 14 წლის იუბილეს დედასა და მამასთან ერთად ცალ-ცალკე აღნიშნავს. ბოლო თვეების განმავლობაში იწერებოდა, რომ ბავშვების ნაწილი მათ შორის მედოქსი, მამასთან დროის გატარებაზე უარს ამბობდა, ამჟამად კი, ირკვევა, რომ დის დაბადების დღის წვეულებას ისინიც შეხვდებიან, რაც ოჯახში ნანატრ ჰარმონიაზე მიუთითებს.
ამ ფაქტიდან გამომდინარე, ბრედი განსაკუთრებულად ემზადება და გეგმავს აქტივობებს ეზოში, საჩუქრების გადაცემის ცერემონიას და რაც მთავარია, ტორტს შვილებთან ერთად თავად მომზადებას.