აშშ-ის პირველმა ლედიმ, 10 მაისს, როცა ქვეყანა დედის დღის ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავდა, მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ყველა ქალბატონს ამ უმშვენიერს დღეს ულოცავდა. ულამაზეს კაბაში გამოწყობილი ფლოტუსის გამოჩენა, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებშიც არ დარჩენილა განხილვის გარეშე, თუმცა ამჯერად მისი გარეგნობის გარდა, სულ სხვა დეტალი გახდა განსჯის საგანი.
როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლები გაოცებული არიან იმით, რომ ფლოტუსი თვალებს იშვიათად ახამხამებს და ეს სახალისო დეტალი უამრავ კომენტარში ფიქსირდება. "მას თვალგახელილს სძინავს?", "ორჯერ დაახამხამა თუ მე მომეჩვენა?" - სწორედ ასე საუბრობენ ამ უწყინარ დეტალზე, რომელმაც მელანიას კიდევ ერთი გამოჩენა გახადა დაუვიწყარი.