ცნობილი ამერიკული ჯგუფის „ნირვანას“ ფრონტმენის, კურტ კობეინის გიტარა, რომლითაც ის არაერთ ცნობილ კონცერტზე გამოდიოდა, გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
Jelien’s Auctions-ის ინფორმაციით, ლოტის საწყისი ფასი მილიონი დოლარია. აუქციონი ბევერლი-ჰილსზე 19-20 ივნისს გაიმართება. Martin D-18E-ს მოდელის ელექტროაკუსტიკური გიტარა კობეინის ერთ-ერთი საყვარელი ინსტრუმენტი იყო. კურტ კობეინმა სიცოცხლე 1994 წელს თვითმკვლელობით დაასრულა.