„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„შესანიშნავი ნათქვამია. აუცილებელია, რომ საბოლოოდ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს და წინ წავიდეთ“ , - დაწერა ადამ კინზინგერმა Twitter-ზე.
ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც დიალოგის ფასილიტატორების სახელით ვრცელდება, ნათქვამია, რომ „8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა“.